saqarTvelos mdinareebi - kabali

სათავე კახეთის კავკასიონი
სიგრძე 45 კმ
აუზის ფართობი 391 კმ²

 

მდინარე, ალაზნის მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს კახეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 2720 მ, სიგრძე 45 კმ, აუზის ფართობი 391 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, მდგრადი წყალმცირობა - ზამთარში, არამდგრადი - ზაფხულში, წყამოვარდნები - შემოდგომაზე. კაბალის წყლით ირწყვის 2854 ჰა ფართობი.